კინოთეატრები

საბჭოთა კავშირისგან ქვეყანას მუნიციპალური კინოთეატრებისა და კლუბების დიდი ქსელი დარჩა მემკვიდრეობად. ქალაქებსა და სოფლებში დღესაც დგას ეს შენობები, ზოგი ისევ მყარად, მაშინ, როდესაც სხვების ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა იშლება. ნაწილს წლებია უკვე კერძო მესაკუთრე ჰყავს, რამდენიმეს სტატუსი და შინაარსიც შეეცვალა.

2021 წელს „ინდიგომ” „ევროპის ფონდის” მხარდაჭერით ამ შენობების აღრიცხვა დაიწყო. ასე შეიქმნა რუკა, რომელიც ძველი მუნიციპალური კინოთეატრებისა და კლუბების დღევანდელ მდგომარეობას, მათ სტატუსს და ფუნქციას აღწერს. ეს შენობები ერთდოულად ირეკლავენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და თან იმ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ, რაც ქალაქებსა და სოფლებში მუნიციპალური კინოთეატრების კულტურული ღონისძიებებით დატვირთვას შეიძლება მოჰყვეს

ძალიან დაგვეხმარებით მონაცემების შევსებაში თუკი გამოგვიგზავნით იმ კინოთეატრების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც რუკაზე ვერ იპოვნით. მონაცემების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ. ფოსტის მეშვეობით: info@indigo.com.ge